ვახტანგ ბერიძე : პატარა სოფელში დავიბადე, დღესაც იქ ვცხოვრობ და ზუსტად ვიცი რა არის გასაკეთებელი

0

ხულოს მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ხიხადირის ხეობაში დღეს ვახტანგ ბერიძე ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო. მმართველი გუნდის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მან ყველაზე უკეთ იცის რა სჭირდება მუნიციპალიტეტს.
“დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც ჩემი ყველაზე საყვარელი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი… პატარა სოფელში დავიბადე, დღესაც იქ ვცხოვრობ და ძალიან კარგად ვიცი რა არის გასაკეთებელი”,- მიმართა შეკრებილ მოსახლეობას ვახტანგ ბერიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი