“ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი მოქალაქეების გადმოსვენების საკითხზე პროცესები ცხინვალის მიმართულებითაც დაიძრა”

0

“ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რაც გულისხმობს ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი მებრძოლების, რომლებიც აფხაზეთში დაიღუპნენ, მათ მოძიებას და გადმოსვენებას”, – ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დაღუპული მებრძოლების მოძიებითა და მათი გადმოსვენებით ძალიან დიდი საქმე კეთდება.
„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სასაფლაოებზე კი არ იყვნენ დასაფლავებული, არამედ საველე პირობებში, ომის დროს, სადაც მოხერხდა. ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ადამიანები, თანამებრძოლები, რომლებსაც ახსოვთ, სად იყო ეს ადგილი, თუმცა ახლა რომ არ დაწყებულიყო ეს პროცესი, პრაქტიკულად, რამდენიმე წელიწადში, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა მათი მოძებნაც და გადმოსვენებაც, რადგან იცვლება ლანდშაფტი, მიდიან ადამიანები, რომლებიც მათი თანამებრძოლები იყვნენ და ახსოვთ ეს ყველაფერი. ძალიან დიდი საქმე კეთდება. აქამდე ეს ძირითადად, აფხაზეთის ტერიტორიას შეეხებოდა, თუმცა ბოლო დღევანდელ გადმოსვენებასთან ერთად, გარკვეულწილად დაიძრა ყინული ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი