გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო გარემო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის წევრებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან საარჩევნო პროცესის შეფასებებისა და არჩევნების დღეს მისიის მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
„ტრადიციულად დიდია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ინტერესი, თუ როგორ ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნები, ამ შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ აქვთ დიდი მოლოდინი და იმედი იმისა, რომ ეს იქნება დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და არა პირიქით. ამისათვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ხვალიდნელი დღე წარმოიდგინოს, როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და იმუშაოს, რომ ჩატარებული არჩევნები მაქსიმალურად ახლოს იყოს საერთაშორისო სრტანდარტებთან, იყოს მშვიდობიანი, სამართლიანი; პოლარიზების მაღალი ხარისხი, რომელიც შეიმჩნეოდა წინასაარჩევნო პერიოდში დამთავრდეს არჩევნებთან ერთად და ქვეყანამ განაგრძოს ერთობლივი ძალებით წინსვლა”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები