ბიძინა ივანიშვილი მმართველ გუნდზე: მოლოდინი ჰქონდათ აცდენილი რელობასთან, 14% – სირცხვილია

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური შეაფასა და მმართველი გუნდი გააკრიტიკა.
„იმ დონეზე იყო გუნდი თავის თავში დარწმუნებული, რომ იმას რასაც ელოდნენ და ეგზიტოპოლების შემდეგ მეც რომ გამომიყვანეს ეს იყო სირცხვილი. ამის შემდეგ მე ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა. არა თუ გრძნობადობა, არამედ მოლოდინი ჰქონდათ აცდენილი რელობასთან. 14% სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია დამეთანხებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლების შედეგებსა და ცესკოს საბოლოო მონაცემებს შორის 14%-იანი სხვაობა დადგა. საუბარია საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ აღებულ ხმებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები