თამარ ჩუგოშვილი „ჩვენ გვადარებენ არა ჩვენს მეზობლებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათთან შედარებითაც კი ჩვენი ქვეყანა არის ბევრზე წარმატებული

კორუფციის თემა ერთ-ერთი საინტერესო იყო ევროპარლამენტარ რებეკა ჰარმსის გამოსვლაში. მისი შეფასებით, საქართველო არის უფრო წარმატებული, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი კორუფციასთან ბრძოლის გზაზე,-აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვადარებენ არა ჩვენს მეზობლებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათთან შედარებითაც კი ჩვენი ქვეყანა არის ბევრზე წარმატებული. არის თუ არა ამ კუთხით რაიმე გასაკეთებელი? – რა თქმა უნდა არის. თუ ჩვენ საზოგადოებას ჭირდება მეტი განცდა, რომ კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმი უნდა იყოს უფრო გამართული და არცერთი ფაქტი გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და მე ამას მხარს დავუჭერ!” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები