თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იამაყოს იმ შეფასებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ ევროპარლამენტისგან მიიღო

„საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იამაყოს იმ შეფასებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ ევროპარლამენტისგან მიიღო”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, თამარ ხულორდავასთან ერთად ევროპარლამენტში იმყოფება.
„საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია რამდენიმე მიზეზის გამო: უპირველესად იმიტომ, რომ პირველად გვაფასებს ევროპარლამენტი თუ როგორ ვასრულებთ ვიზალიბერალიზაციით ნაკისრ ვალდებულებებს; ამასთან, გვაფასებენ არა მარტო ჩვენ, არამედ უკრაინას და მოლდოვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის განსხვავება, როგორც საუბრობს ევროპარლამენტი ჩვენს ქვეყანაზე: საქართველოს მიმართ არის ცალსახა მხარდაჭერა და პოზიტიური შეფასება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, რომ უფრო წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე. მე ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იამაყოს იმ შეფასებით, რომელიც ევროპარლამენტარების მხრიდან მივიღეთ – ეს იყო განსაკუთრებული აღიარება ჩვენს მიერ განვლილი გზის და ცალსახა მხარდაჭერა, რასაც ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, თუმცა არ უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეულით და გავაგრძელოთ დაუღალავი მუშობა იმისათვის, რომ სადაც არ გვაქვს ასეთივე შედეგები, იქაც გვქონდეს” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.
მხარდაჭერასთან ერთად გამოიკვეთა ის საკითხები, რომლებსაც საქართველომ მეტი ძალისხმევა უნდა მოახმაროს. ეს არის პარლამენტის როლის გაძლიერება, საპარლამენტო კონტროლი, მართლმსაჯულების რეფორმა და სხვა.
„დარწმუნებული ვარ, იმაზე ჩქარა და ეფექტურად მივაღწევთ შედეგებს, ვიდრე ამას ჩვენგან ელოდებიან ევროპარლამენტარები და უპირველეს ყოვლისა კი, შედეგების დადებას შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისათვის”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები