თამარ ჩუგოშვილი: კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილთან შედარებითაც კი წარმატებულია

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გასაკეთებელი ჯერ კიდევ არის. მისივე თქმით, არც ერთი ფაქტი კორუფციისა ყურადღების მიღმა არ დარჩება და მსგავსი ქმედებები არავის არ შერჩება.
“რაც შეეხება კორუფციის თემას, გუშინ ევროპარლამენტარს რებეკა ჰარმსს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა და ამბობდა იმას, რომ საქართველო არის უფრო წარმატებული, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი, როდესაც კორუფციასთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ. ჩვენ გვადარებენ არა ჩვენს მეზობლებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათთან შედარებითაც კი, ბევრ მათგანთან შედარებით ჩვენი ქვეყანა არის ამ მიმართულებით უფრო წარმატებული.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა ამ მიმართულებით რაიმე გასაკეთებელი, მე ვფიქრობ რომ არის. თუ ჩვენ საზოგადოებას სჭირდება მეტი განცდა იმისა, რომ კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმი არის გამართული და ეფექტური და არცერთი ფაქტი კორუფციისა ყურადღების მიღმა არ დარჩება და არ შერჩება არავის მსგავსი ქმედებები, მაშინ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და მე ამ კუთხით რეფორმებს მხარს დავუჭერ. ჩვენ შეგვადარეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათ ნაწილთან შედარებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილთან შედარებითაც კი, ამ კუთხით, არა თუ არ ჩამოვუვარდებით, შეიძლება ვუსწრებდეთ კიდეც”, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები