თამარ ჟვანია: არჩევნების მეორე ტური უნდა იყოს თუ არა კვირა დღეს, ან რომელიმე სამუშაო ან არასამუშაო დღეს, ასეთი მითითება კანონში არაა

ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა იყოს თუ არა კვირა დღეს ან რომელიმე სამუშაო ან არასამუშაო დღეს, ასეთი მითითება კანონში არ არის.
მისივე თქმით, ნებისმიერი არჩევნების დღე უქმეა.
“რაც შეეხება არჩევნების თარიღს, მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ გუშინდელი დღიდან დაანონსებული იყო ცესკოს სხდომა. დღეს არის წარმოდგენილი დღის წესრიგი. მე, როგორც ცესკოს თავმჯდომარე, ვარ ერთი წევრი და მაქვს ერთი ხმის უფლება, მაგრამ რაც შეეხება თარიღს და ყველა გადაწყვეტილებას, ცესკო იღებს კომისიურად. არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება მეორე ტური, მაგრამ ის უნდა იყოს თუ არა კვირა დღეს ან რომელიმე სამუშაო ან არასამუშაო დღეს, ასეთი ცალსახა მითითება არ არის. ნებისმიერი არჩევნების დღე არის უქმე დღე“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
შეგახსენებთ, ოპოზიციის ცნობით, ცესკო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს აპირებს, რომელიც ოთხშაბათია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები