თამარ გუდავა: არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის მაგალითები საქართველოშიც გვაქვს და დასავლეთშიც

„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამარ გუდავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები არჩვენების სამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით გაუგებარია, რადგან ასეთი პრეცედენტი საქართველოში წინა ხელისუფლების დროს რამდენჯერმე იყო.
თამარ გუდავას თქმით, არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარებას კანონი არ კრძალავს და ცესკო მას იმ ვადებში ნიშნავს რა მოცემულობაც გვაქვს.
„როცა კანონით არ არის შეზღუდული და განსაზღვრული რომ არჩევნები მაინცდამაინც უქმე დღეს უნდა ჩატარდეს, გაუგებარია ოპოზიციის აღშფოთება. მით უფრო, თუ არჩევნების დღე უქმედ გამოცხადდება. არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის მაგალითები საქართველოშიც გვაქვს და დასავლეთშიც. ამერიკაში არჩევნები ტარდება სამშაბათობით, 2010 წელს ბრიტანეთში არჩევნები ჩატარდა 6 მაისს – ხუთშაბათს, 2013 წელს იტალიაში არჩევნები ჩატარდა ორშაბათს. ყველაფრისგან სენსაციის შექმნა კი მგონი წესად გვექცა“,- განაცხადა თამარ გუდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები