ეკა ბესელია ოპოზიციაზე: მგონია, რომ მათ უტიფარ ბრალდებებს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება მაინც შეაკრთობს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროპარლამენტარის, ვიქტორ ბოშტინარუს განცხადებას ეხმაურება. ის იმედოვნებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და „ევროპულ საქართველოზე“ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება მაინც იმოქმედებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ნაცვლად იმისა, რომ მათი კანდიდატის წარსულზე მორცხვად საუბრობდნენ, სალომე ზურაბიშვილს არარსებულ ფაქტებს აბრალებენ.
​თუ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები არ ესმით, მგონია, რომ მათ უტიფარ შეფასებებსა და ბრალდებებს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება მაინც შეაკრთობს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ცნობისათვის, ევროპარლამენტარმა ვიქტორ ბოშტინარუმ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ყოფილი რუსი ელჩი, ვერ იქნება მისაღები საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები