ანა გომეში: მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია

დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროა, რომ ყველამ, მათ შორის ხელისუფლებამ, მედიამ და კანდიდატებმა პასუხისმგებლობა აიღონ და არ გააღრმავონ პოლარიზება და არ დათესონ სიძულვილი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის წევრმა ანა გომეშმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია.
„საქართველოს არჩევნების პირველი ტური მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში გაიმართა. ჩვენ მონიტორინგი გავუწიეთ ამ არჩევნებს. წინასაარჩევნო კამპანიის გარემო დაძაბული იყო. საჭიროა, რომ ყველამ, მათ შორის ხელისუფლებამ, მედიამ და კანდიდატებმა პასუხისმგებლობა აიღონ და არ გააღრმავონ პოლარიზება და არ დათესონ სიძულვილი. მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და არანაირად არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები