“მეორე ტურში, ქართველმა ხალხმა, პოლიტიკურ მოუსავლეთში უნდა გაუშვას სისხლიანი და სასტიკი ნაც-ხროვა!”(ვიდეო)

თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ვეტერანთა დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა, „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა და სახალხო მოძრაობის „გეორგია – შენი პროექტია“ დამფუძნებელმა, ირაკლი შიხიაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ირაკლი შიხიაშვილი მოუწოდებს მოსახლეობას, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში წითელი ბარათი აჩვენოს “ნაციონალურ მოძრაობას” და სამუდამო პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვას. მისი თქმით, “ნაცმოძრაობა” ცდილობს ქართველი ერის გამარჯვება მიისაკუთროს.
“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, ჩვენ არა უნდა ვუთხრათ “ნაცმოძრაობას” თავისი სისასტიკის გამო, თავისი ჯალათური რეჟიმის გამო და არასოდეს უნდა დავბრუნდეთ დავბურნდეთ წარსულში, არა სალომემ და არა გრიშამ, არამედ უნდა გაიმარჯვოს ქართველმა ერმა – ამიტომ არა “ნაციონალურ მოძრაბას”, კი უნდა ვუთხრათ ჩვენი შვილების წარმატებულ მომავალს, მე იმედი მაქვს ყველა ერთად მივაღწევთ გამარჯვებას”,- აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები