“ევროპული საქართველო” სუსტი ნებისყოფის მქონე პირებისგან რომ თავისუფლდება, კარგია, – ოათრ კახიძე ყოფილ თანაგუნდელებზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე იმ ადამიანებს, რომლებიც მათ პარტიას ტოვებენ “სუს-ის ჩანერგილებს” უწოდებს და თვლის, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრები პარტიის ვარკეთილის ორგანიზაციიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზეგავლენით წავიდნენ.
ოთარ კახიძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ცალკეული პირების გადაბირებას დაშინებითა და სუს-ის მეშვეობით ცდილობს.
“ეს ადამიანები სუს-ის ზეგავლენით წავიდნენ, რადგან ყველა რაიონულმა ორგანიზაციამ იცოდა, რომ „ევროპული საქართველო“ მეორე ტურში მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა, ან პირიქით. მტკნარი სიცრუეა, რომ თითქოს, ეს ვიღაცისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. „ევროპული საქართველო” სუს-ის ჩანერგილი თუ სუსტი ნებისყოფის მქონე პირებისგან რომ თავისუფლდება, კარგი და მისასალმებელია”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა. როგორც ისინი აცხადებენ, გუნდის ყოფილი წევრების პარტიის დატოვების მიზეზი, არჩევნების მეორე ტურისთვის “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატისთვის მხარდაჭერის გამოცხადება გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები