მერაბ შათირიშვილი: „ნაცმოძრაობას“ წავუხდენთ იმ მადას, რასაც ჰქვია ხელისუფლების ხელში ჩაგდება

„ქართული ოცნების“ ე.წ. ძველი გვარდიის წარმომადგენლები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლის მობილიზებისთვის კამპანიაში ერთვებიან, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „თორმეტიანელები ღირსეული საქართველოსთვის“ ლიდერმა მერაბ შათირიშვილმა განაცხადა.
„ე.წ. ძველი გვარდია მოიცავს 2012 წლის თანამებრძოლებს, ეს არის „ქართული ოცნების“ ის ძლეირი რესურსი, რომელიც იგნორირებული იქნა კოჰაბიტაციის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ „თორმეტიანელებში“ არსებობს გარკვეული განაწყენება, ჩვენში არსებობს ასევე უზარმაზარი პასუხისმგებლობა 2012 წლის დაპირებებისა. ამის გამო გავერთიანდით მთელს საქართველოში, ჩვენი მწირე შესაძლებლობებით გავხსენით მოკრძლებული ოფისები. ჩვენ ვაპირებთ, ვგეგმავთ შევიდეთ მოსახლეობის იმ 56 %-ში, რომელმაც ზურგი შეაქცია არჩევნების პირველ ტურს.
„ქართული ოცნება“ იბრძვის საკუთარი თავის გადარჩენითვის, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. მივალთ საარჩევნო ყუთთან და შემოვხაზვათ „48-ს“ იმ განწყობით, როგორც 2012 წელს შემოვხაზეთ „41“, ამას გავაკეთებთ სწორედ იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვუთხრათ, ეცადონ დაპირებების შესრულებას, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ წავუხდენთ იმ მადას, რასაც ჰქვია ხელისუფლების ხელში ჩაგდება“, – განაცხადა შათირიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები