“ეს ქმედება უკვე ბოიკოტად შეიძლება შეფასდეს” – ვოლსკი ოპოზიციის ქმედებაზე

პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა განეხილათ, 16:00 საათამდე გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მიიღო.
სხდომაზე რეგისტრაცია ორჯერ ჩატარდა, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეგისტრაცია არ გაიარეს და სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ დაიწყო.
„ჩვენ მიერ ახლა რეგისტრაციის არგავლა, ეს ნამდვილად პოლიტიკური ნაბიჯია და ამით ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“, გვინდა ვაჩვენოთ მთელ საზოგადოებას, რომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, როცა იხილება ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, ვერ კრებს ხმების საკმარის რაოდენობას,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ვოლსკიმ ოპოზიცია პოლიტიკურ დემარშში დაადანაშაულეს.
“გასაგებია, პოლიტიკური დემარში გარკვეული ფორმაა, მაგრამ დღევანდელ განხილვაზე ეს ქმედება უკვე ბოიკოტად შეიძლება შეფასდეს. რაც ქვეყნისთვის არ არის კარგი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები