თამარ ხულორდავა: საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს ყველა იმ საერთო პრიორიტეტს, რომელიც ევროკავშირთან ერთად დავსახეთ

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშში, რომელსაც ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს განიხილავენ, საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობაზე ძალიან დადებითი შეფასებებია წარმოდგენილი.
მისი თქმით, საქართველო აღიარებულია, როგორც მთავარი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირისთვის რეგიონში.
“ამ სტატუსის მოპოვებას ხელი შეუწყო სწორედ იმან, რომ საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს ყველა იმ საერთო პრიორიტეტს, რომელიც ჩვენ ერთად დავსახეთ. ძალიან ბევრ თემაზეა საუბარი, რადგან ასოცირების ხელშეკრულება ფართო დოკუმენტია და ყველა საკითხს შეეხება. საუბარია დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკური თვალსაზრისით მიღწეულ წინსვლაზე, ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მჭიდრო დაკავშირებაზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საკანონმდებლო სივრცის განახლებაზე, რომლითაც ყოველდღიურად ჩვენ უფრო ვუახლოვდებით ევროკავშირს. ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან რთულ პროცესში”, -განაცხადა ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები