თამარ ჩუგოშვილი: მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ხშირად ხდება თავდასხმების ობიექტი, ეს არის ძალიან არასწორი

მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ხშირად ხდება თავდასხმების ობიექტი, ეს არის ძალიან არასწორი, ძალიან ცუდი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურ განცხადებებში ყველამ უნდა დაგმოს და ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთ მოვლენებს.
„საჯარო სივრცეში ქალების მიმართ არის ხოლმე განსაკუთრებული აგრესია. მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ხშირად ხდება თავდასხმების ობიექტი და განსაკუთრებით, როდესაც საპრეზიდენტო პოსტზე აქვს ადამიანს პრეტენზია, მაშინ როგორც ჩანს, იზრდება აგრესია. კონკრეტული ფაქტები არსებობს, რომ მხოლოდ აგრესიის გამოხატულება არ არის და სხვადასხვა გამონათქვამები კონკრეტულ მუქარაში გადადის. ამ ქვეყანაში ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ძალიან არასწორი, ძალიან ცუდი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები