ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნაზე: როდესაც ეს ადამიანები 7 ნოემბერს ასეთი ულტიმატუმებით გამოდიან, არ არის სწორი საქციელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ევროპული საქართველოს” მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მმართველმა გუნდმა 10 დღის ვადაში ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს.
კობახიძის შეფასებით, ასეთი ულტიმატუმით გამოსვლა არ არის სწორი საქციელი.
“როდესაც 7 ნოემბერს ეს ადამიანები გამოდიან ასეთი ულტიმატუმებით, ეს არ არის, ნამდვილად, სწორი საქციელი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები