ლევან კობერიძე პარლამენტიდან მარიხუანას წარმოება-კულტივაციაზე მომზადებული კანონპროექტის გაწვევას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე საკანონმდებლო ორგანოდან კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის გაწვევას ითხოვს.
კობერიძის განმარტებით, აღნიშნულ ინიციატივას კოლეგების დიდმა ნაწილმა ჯანდაცვის კომიტეტზე მხარი დაუჭირა.
“დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე დავაყენე საკითხი მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევასთან დაკავშირებით. ქვეყნის მოსახლეობამ ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი პრობლემური საკითხის გამო გვითხრა “არა” და ეს ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის მიღებული ხმების რაოდენობაზე მკაფიოდ აისახა – ერთ -ერთი საკითხი სწორედ მთავრობის მიერ შემოტანილი მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტია. არ გვაქვს უფლება დავშორდეთ მოსახლეობას და უნდა ვიყოთ ადეკვატური რეალობის”, – აცხადებს ლევან კობერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები