“ყველა მტკიცებულებაა, რათა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს”
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის თქმით, გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ი.ნ.-ს ბრალი დაუმძიმდა. საბანაძის თქმით, ბრალდებულს 141-ე მუხლი დაემატა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
„დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა და წარედგინა. კერძოდ, დაემატა 141-ე მუხლი, ეს არის გარყვნილი ქმედება. დამატებით გეტყვით იმას, რომ ყველანაირი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს”, – განაცხადა საბანაძემ.