დავით მათიკაშვილი: არ დავუშვებთ ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში მხილებული პოლიტიკური ძალის დაბრუნებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში მხილებული პოლიტიკური ძალის დაბრუნებას არ დაუშვებს.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” დაამტკიცეს, რომ მათი დაშლა ფარსი იყო, ახლა ისინი ისევ “დაქორწინებულები” არიან.
„ნაციონალურმა მოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” დაამტკიცეს, რომ არასდროს დაშლილან. გასაგებია, რომ მათი ეს ვითომ დაშლა და განქორწინება იყო ფარსი. ისევ დაქორწინდნენ, ისევ ერთ ხმაში მუშაობენ.
„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რა უნდა გამოსწორდეს, სად რა არის შესაცვლელი იმისთვის, რომ რაც კეთდება უკეთესად დავანახოთ საზოგადოებას. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყანა არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში მხილებული პოლიტიკური ძალის დაბრუნებას. ეს არის გამორიცხული. რეალურად ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა არის ძალიან ბევრი და ეს აუცილებლად დაფიქსირდება მეორე ტურში. ჩვენ მეორე ტურში კიდევ უფრო მეტ აქტიურობას ველოდებით იმისთვის, რომ საქართველოში არ დაბრუნდნენ მწამებლები.
ზედმეტი თავდაჯერებულობა რომ იყო ამ ყველაფერში, ცხადია. აქ ორი აზრი არ არის, რომ მხოლოდ შიდა კვლევებზე დაყრდნობა და კომუნიკაციის ნაკლებობა ქმნიდა ამ არასწორი წარმოდგენების საფუძველს”, -აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები