ყიფიანი ოქუაშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს – “ორმოცდაათზე მეტი ავტომანქანა BMW გაყიდა”

სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე დღეს პროკურატურას “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ საჩივრით მიმართავს.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, ყოფილი მინისტრი ოქუაშვილს დიდი ოდენობის თანხის მითვისებას ედავება.
“ოქუაშვილმა რამდენიმე თვის წინ ჩინეთში ყიფიანის მეშვეობით ორმოცდაათზე მეტი BMW-ს მარკის ავტომანქანა გაყიდა. ბიზნესპარტნიორობა იყო, ეს არ იყო ანაზღაურება გაწეული საქმიანობისთვის, რის შემდეგაც ოქუაშვილმა თაღლითურად მიითვისა თანხის განსაკუთრებით დიდი ოდენობა. მოვითხოვთ, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, დაიკითხოს მოწმეები და ლევან ყიფიანი ცნონ დაზარალებულად”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები