კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე შუქნიშნები 10 დღეში ჩაირთვება

კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის გამო გათიშული შუქნიშნები უახლოესი 10 დღის მანძილზე ეტაპობრივად ჩაირთვება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ამჟამად, მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე მდებარე შუქნიშნების სარეკონსტრუქციო სამუშაოები:
• კოსტავასა და მიროტაძის ქუჩების გადაკვეთაზე;
• კოსტავას ქუჩა N75-თან;
• კოსტავას ქუჩა N77-თან;
• შარტავასა და კალანდაძის ქუჩების გადაკვეთაზე.
აღსანიშნავია, რომ სააკაძის მოედანი ქვეითთათვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის ადაპტირდება და არსებულ შუქნიშნებს ქვეითთა სექციებიც დაემატება“,- აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, ქვეითთა შუქნიშნები ასევე დამონტაჟდება შარტავას ქუჩა N7-თან – თბილისის მერიის შენობასთან და შარტავას ქუჩა 42-თან, რაც, მათი განცხადებით, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები