ჯორჯ კენტი: ნებისმიერ დემოკრატიაში არის აზრთა სხვადასხვაობა ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის

საქართველოში ვხვდებით ქართველ ლიდერებს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და ვსაუბრობთ ჩვენს მხარდაჭერაზე საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ს სურს, რომ საქართველომ წარმატებით ჩაატაროს არჩევნები.
„ჩვენ გვესმის, რომ ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთან, არჩევნებს თან სდევს გარკვეული გამოწვევები, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში იქნება დიალოგი, ეს დიალოგი დარჩება თავაზიანობის ფარგლებში და არ მოხდება თავდასხმები საზოგადოებაზე, რომელსაც საკუთარი სამოქალაქო უფლებების, კერძოდ კი, საკუთარი აზრის გამოხატვა სურს. ნებისმიერ დემოკრატიაში არის აზრთა სხვადასხვაობა ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ასე ხდება აშშ-შიც და საქართველოშიც, თუმცა ჯანმრთელ დემოკრატიულ საზოგადოებაში, მათ შორის ჯანსაღი ბალანსიც არსებობს“, – აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები