პროკურორი: თაკო გამრეკელაშვილის შვილმა დეტალურად გადმოსცა, თუ რა ვითარებაში მოკლა ვეფხია ბაქრაძემ მისი დედა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის არასრულწლოვანი შვილი დაიკითხა.
როგორც არასრულწლოვანმა პროცესზე განმარტა მას ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე დედის
მკვლელობაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობდა.
ბავშვის ჩვენება ჟურანლისტებთან საუბრისას საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა დაადასტურა.
მისივე თქმით, დღეს დაკითხულმა მცირეწლოვანმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი დანაშაული სწორად აღიქვა და სასამართლოსაც სწორი ჩვენება მიაწოდა.
„დაიკითხა არასრულწოვანი, გარდაცვლილის შვილი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ჩადენილ მკვლელობას და დეტალურად გადმოსცა, თუ რა ვითარებაში მოკლა ბრალდებულმა ის. ამავდროულად, დაიკითხა ორი ფსიქოლოგი. ერთი ფსიქოლოგი პირველი გამოკითხვის დროს ესწრებოდა არასრულწლოვანის ჩვენებას, მეორე ფსიქოლოგმა არასრულწლოვანთან ჩადენილი დანაშაულის შემდეგ იმუშავა და შეაფასა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
ფსიქოლოგების დასკვნის მიხედვით და მათი ჩვენებებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანმა სწორად აღიქვა მოვლენები და შესაბამისად, სწორად გადმოსცა სასამართლოზე. ორივე ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვანმა განიცადა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, როცა თავისი დედის მკვლელობას შეესწრო”, – აცხადებს პროკურორი.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი გამოჭრეს.
მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები