შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმე ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშში შევიდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმე ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშში შევიდა. დოკუმენტში შესწორება ევროპარლამენტარის ანა გომესის ვიზიტს მოჰყვა, რომელიც 5 ოქტომბერს იმყოფებოდა უნივერსიტეტში და საქმის ვითარებას ადგილზე გაეცნო.
„ევროპარლამენტი შეშფოთებულია იმ წნეხის გამო, რომელსაც თურქეთი ახორციელებს საქართველოში მაცხოვრებელ თურქეთის მოქალაქეებზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, როგორიცაა, მაგალითად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რადგანაც ამ უკანასკნელს უკავშირებენ გიულენის მოძრაობას. ორგანიზაცია მოუწოდებს ქართველ ოფიციალურ პირებს ყურადღებით ადევნონ თვალყური ხსენებულ შემთხვევასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცედურებს და სხვა ნებისმიერ ქმედებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი სრული შესაბამისობა ევროპულ პრინციპებთან და სტანდარტებთან;
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს დახმარება გაუწიონ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე სახელმწიფოებს, განსაკუთრებით, თურქეთის მხრიდან მათზე განხორციელებული ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით“,- ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები