კახა კუკავამ და გოგი წულაიამ სოციალურად დაუცველ ოჯახს შეშა გადასცეს

დღეს ქუთაისში, საღორიის ტყეში პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ და მისი შტაბის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ აქცია გამართეს.
„როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება გლეხების მიერ ტყეში შეშის ჭრას, თუმცა ჩინური და სხვა უცხოური კომპანიები ათიათასობით კუბამეტრის დამზადების ლიცენზიით სარგებლობენ. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სოფლების უმრავლესობა გაზიფიცირებული არ არის, ხოლო გლეხებს შეშის მოპოვების საშუალება არ ეძლევათ, რეალურად ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მიტოვებას აიძულებს“,-განაცხადეს აქციაზე პოლიტიკოსებმა.
დღეს, საღორიის ტყეში კახა კუკავამ და გოგი წულაიამ საკუთარი ხელით შეშა დაამზადეს (შესაბამისი მასალისგან) და ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები