პარლამენტში, ქვემო ქართლში გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი წევრებმა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, ქვემო ქართლში გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე დეტალურად მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ახორციელებს რეგიონში ბუნების დაცვის მიმართულებით. აღინიშნა ის შედეგებიც, რომლის მიღწევაც ამ მხარეში პარლამენტის კომიტეტის და სამუშაო ჯგუფის ერთობლივი ძალისხმევით უკვე მოხდა და რაც კომპანია RMG-ის მიერ იმ პროგრამის განხორციელებას უკავშირდება, რომელიც გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრას და პრევენციის ზომების გატარებას გულისხმობს.
შეხვედრას სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ: პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ქორიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები