თემურ აბაზოვისა და აზერ სულეიმანოვის საქმის არსებითი განხილვა 20 სექტემბერს გაიმართება

0

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 20 სექტემბერს მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, საქართველოს პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვის, რ. ალახვერდიევისა და ე. გულიევის საქმეზე არსებითი სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144. 3-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.
რ. ალახვერდიევის, ა. სულეიმანოვისა და ე. გულიევის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი