ლევან დავითაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აღმასრულებელ დირექტორს, შერიფ საადალას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და WIPO-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის WIPO-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას და გეოგრაფიული აღნიშვნების საკითხებს. საუბარი შეეხო აგრარულ დარგში ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამის შემუშავების მნიშვნელობასაც.
როგორც შერიფ საადალამ აღნიშნა, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას საქართველოსთან კარგი პარტნიორული ურთიერთობა აქვს და ყურადღება საგანმანათლებლო მიმართულებით რეგიონში საქართველოს, როგორც ჰაბის პოტენციალზე გაამახვილა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს ინტელექტუალური საკითხების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) თავმჯდომარე, ნიკოლოზ გოგილაძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები