ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ბულინგის შესაძლო ფაქტს შიდა აუდიტი სწავლობს

„სკოლებში ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს“, – ამის შესახებ ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ამ მიმართულებით, დარგის სპეციალისტებთან და კვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, სკოლებში არაერთი ფართომასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობს.
სამინისტროს მიზანია, როგორც ძალადობის გამოვლინებაზე რეაგირება, არამედ მისი პრევენცია. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწვლეზე განხორცილებული შესაძლო ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით, მოკვლევა ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო.
იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, რომ მისი შვილის მიმართ სკოლის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან ნებისმიერი სახის ძალადობას, სამინისტროს მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსწავლის დედამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც შვილის მიმართ პედაგოგო ბულინგში დაადანაშაულა.
„მასწავლებელი რომელიც ვერბალურ ბულინგს გააზრებულად ახორციელებს პირველივე დღეს ახალ მოსწავლესთან არის დამნაშავე !! მასწავლებელი რომელიც თმის ვარცხნილობის გამო გენდერს ეჭვქვეშ აყენებს და ჯგუფს მიმართავს გასარკვევად ბიჭია თუ გოგო, არის დამნაშავე !!“ – ამონარიდი მოსწავლის დედის მიმართვიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები