ლევან გოგიჩაიშვილი:„ნაციონალური მოძრაობა“ ის პოლიტიკური გუნდია, რომელიც გაყალბების, ძალადობის, არეულობის და ტყუილების გზითცდილობს პოლიტიკურ სცენაზე დარჩენას

პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ ცესკო-ში საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიების გაყალბების შესაძლოფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება და კანონის აღსრულება იმდენად უმნიშვნელოა, რომმათ ცესკოში ფეიკ სია მიიტანეს. ეს ის პოლიტიკური გუნდია, რომელმაც პოლიტიკაში თავი ამ მეთოდებით დაიმკვიდრა და ამავე მეთოდებით ინარჩუნებდახელისუფლებას. ისინი წარსულში ჩარჩნენ, ვერ ეგუებიან დემოკრატიის მაღალ სტანდარტს და ახლაც გაყალბების, ძალადობის, არეულობის და ტყუილებისგზით ცდილობენ პოლიტიკურ სცენაზე დარჩენას” – აცხადებს გოგიჩაიშვილი.
უმრავლესობის დეპუტატი უსუსურს უწოდებს იმ არგუმენტებს, რაც ოპოზიციურმა ძალამ ამ თემასთან დაკავშირებით წარმოადგინა.
„ისინი იმდენად თავხედები არიან, რომ საკუთარ მხარდამჭერთა სიაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმოწერაც კი გააყალბეს! ამაზე ჩვენ უკვე მოვისმინეთმათი მხრიდან უსუსური თავის მართლება და რეალობის მოდელირების მორიგი მცდელობა, თუმცა დარწმუნებულები ვართ, შესაძლო დანაშაულთანდაკავშირებით, სამართალდამცავი უწყებები დაინტერესდებიან და ყველა გარემოებას ნათელი მოეფინება. მათ აღარ გაუვათ ძალადობასა და სიცრუეზედაფუძნებული მეთოდები; ქართველმა ხალხმა მათ უკვე მიუჩინა კუთვნილი ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზე, სადაც დარჩებიან კიდეც სამუდამოდ!“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები