აკაკი ზოიძე: აცრების გეგმური ეროვნული კალენდარი, სავალდებულო გეგმური კალენდარი ხდება

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, კანონში შედის ცვლილება და აცრების გეგმური ეროვნული კალენდარი, სავალდებულო გეგმური კალენდარი ხდება. როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეებმა უნდა გაითავისონ, რომ საშიშ დაავადებებთან ბრძოლისთვის ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი ვაქცინაციაა.
“წარმოდგენილი კანონპროექტების პრინციპი არის ერთი – მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ ჩვენს მოქალაქეებს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ძალიან ერთმნიშვნელონად აფიქსირებს, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი საშიში დაავადებები, რომლებიც ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება. ეს დაავადებებია წითელა, პნევმოკოკური ინფექციები და ყველა ის დაავადება, რომლებიც გეგმური იმუნიზაციის კალენდრით თავიდან აცილებადია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები