ნინო წილოსანი: ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა მძაფრი აგრესიის გამოხატულებაა

„დღეს არსებული გამოწვევები ნამდვილად ითხოვს სასჯელის გამკაცრებას ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა და მათი მოკვლის შემთხვევაში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, პირი, რომელიც ცხოველს ზიანს აყენებს, პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვისაც.
“ეს არის თბილისის მერის მხრიდან სწორად დანახული პრობლემა და ინიციატივა, რომელსაც მივესალმები. დღეს არსებული გამოწვევები ნამდვილად ითხოვს სასჯელის გამკაცრებას ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა და მათი მოკვლის შემთხვევაში. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა ვადით 1 წლამდე. არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში კი დადგება მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა. ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა მძაფრი აგრესიის გამოხატულებაა და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ პირი, რომელიც ცხოველს ზიანს აყენებს, პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვისაც”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები