კახა კუჭავა: მივესალმები მერის განცხადებას, ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა თბილისის მერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.
„მივესალმები თბილისის მერის განცხადებას კომპანიონ ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რადგან ეს პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ აქტუალურია და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. პარლამენტმა და თბილისის მერიამ, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დავასრულეთ მუშაობა, რომლის შედეგად შემუშავებულია კანონპროექტი კომპანიონი ცხოველების უფლებების დაცვის შესახებ და ძალიან ახლო მომავალში წარგენილი იქნება როგორც საკანონმდებლო ინიციატივა და მოხდება ამ კანონის ძალაში შესვლა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები