„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი დანელიამ ჩეხ ბიზნესმენებს ფონდთან თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო

„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი დანელიამ საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმის მონაწილეებს „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო.
საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, თბილისში გამართულ ბიზნესფორუმზე გიორგი დანელია პრეზენტაციით წარდგა და ჩეხ ბიზნესმენებს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა თავის გამოსვლაში საქართველოსა და ჩეხეთის ბიზნესწრეებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავების, ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო პოტენციალის გამოყენებისა და საინტერესო ბიზნესპროექტების განხორციელების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.
საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა, მარტა ნოვაკოვამ და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, ბორივოჟ მინარმა გახსნეს.
ბიზნესფორუმის მიზანი ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი კომუნიკაციის დამყარება და საქართველოსა და ჩეხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის გაღრმავება იყო. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ჩეხურ კომპანიებს შორის.
ჩეხური მხრიდან ბიზნესფორუმზე წარმოდგენილი იყო 21 კომპანია შემდეგი სექტორებიდან: ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა, სამედიცინო ტურიზმი, მანქანათმშენებლობა. ღონისძიების ფარგლებში, ქართულ ბიზნესსექტორთან საქმიანი კომუნიკაციის დასამყარებლად საქართველოში ჩამოვიდნენ ისეთი მსხვილი მწარმოებლები, როგორებიც არიან ŠKODA TRANSPORTATION a.s, ŠKODA ELECTRIC a.s და სხვ.
ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაემართათ მოლაპარაკებები პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები