ნინო კომახიძე: საქართველოში ალკოჰოლიზმი გაახალგაზრდავებულია

„საქართველოში ალკოჰოლიზმის შემთხვევები საკმაოდ ხშირია და ადრეული ასაკიდან იწყება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ღვინის კულტურის ქვეყანაა, ეს სენი უცხო ნამდვილად არ არის ჩვენთვის. ალკოჰოლიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ ხშირია ახალგაზრდა ასაკში. ალკოჰოლიზმის პრობლემა და შესაბამისად მომართვიანობა მუდმივია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მკურნალობა ფინანსდება”, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა ნინო კომახიძემ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა – მთელ მსოფლიოში ასეა- სხვადასხვა დამოკიდებულებები, ნარკო იქნება თუ ალკოჰოლური- საკმაოდ გაახალგაზრდავებულია.
„როდესაც ადამიანი ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელია და მასზე დამოკიდებული ხდება, ეს უკვე ყალიბდება მისთვის როგორც ნარკოტიკი, რომელსაც ძალიან დიდი ზიანი მოაქვს ადამიანისთვის ყველა ასპექტში, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ მომენტში და ასევე სოციალურ ასპექტშიც. ალკოჰოლი ძალიან თრგუნავს და აფერხებს ადამიანის თავის ტვინის, აზროვნების და სხვა ფუნქციების მუშაობას, ფიზიოლოგიურადაც საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს. ხდება შრომისუუნარო, ხშირ შემთხვევაში – აგრესიული. ისევე, როგორც ნებისმიერ დამოკიდებულებასთან მკურნალობის დროს, ალკოჰოლიზმის მკურნალობა უფრო ბრძოლას გავს. მკურნალობა იწყება ადამიანის გადაწყვეტილებით, რომ მან გააცნობიეროს ეს ზიანი, რომელიც მოაქვს ალკოჰოლს და ამ წერტილიდან იწყება უკვე მერე სხვა ეტაპები მკურნალობის: ეს არის ჯერ ფიზიკური დეტოქსი, როდესაც ფიზიკური დამოკიდებულებისგან უნდა გათავისუფლდეს და მერე უკვე ფსიქოლოგიური დამოკიდებულების მოხსნის ეტაპი იწყება, – აცხადებს ფსიქოლოგი.
მისი თქმით, დაავადება ქრონიკულია, რაც ნიშნავს, რომ ალკოჰოლის ნებისმიერი შემდეგი მოხმარება მაშინვე იწვევს ხელახალ გართულებას. მაგრამ, თუ ადამიანს უნდა, მას შეუძლია სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნოს რემისია და ალკოჰოლს წლობით არ გაეკაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები