სოფო ხუნწარია: თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებების პროგრამა მომავალ კვირას გახდება ცნობილი

თბილისის მერის მოადგილის, სოფო ხუნწარიას ინფორმაციით, თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებების პროგრამა მომავალი კვირისთვის გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, თბილისობაზე კომპოზიტორი რევაზ ლაღიძის ბიუსტიც გაიხსნება.
„პროექტ „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, დედაქალაქში ჩამოვლენ ქეთი მელუა და ჯგუფი The Tiger Lillies, რომლებიც ევროპის მოედანზე კონცერტებს გამართავენ. 16 სექტემბერს, 21:00 საათზე ყველას ველოდებით ევროპის მოედანზე. ლეგენდარულ ბრიტანულ ბენდ The Tiger Lillies ძალიან დიდი სიხარულით ვმასპინძლობთ. ბენდს თბილისში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ეს არის თბილისის მერიის სპეციალური საჩუქარი“, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები