“ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ვიღაცას ეყოფოდა უტიფრობა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კომპანიისთვის – „გოლდმან საქსისთვის“ ცილისწამება ეკადრებინა”

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საინვესტიციო ბანკ „გოლდმან საქსის“ საქმიანობას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული ბანკი ფლობს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Apple, Yahoo, Microsoft, Uber და სხვ.
„საოცარი ინფორმაცია გავრცელდა. ალბათ, ყველას გსმენიათ საინვესტიციო ბანკი „გოლდმან საქსი“, იცით თუ არა, რამხელა ინვესტიციებს ახორციელებს, ტრილიონის ინვესტიციები აქვს განხორციელებული ამ საინვესტიციო ბანკს და ფლობს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა მაგალითად, Apple, Yahoo, Microsoft, Uber – ამ კომპანიების აქციებს, ჩამონათვალი ძალიან ბევრია. გუშინ მოვისმინეთ, რომ ეს საინვესტიციო ბანკი ლობირებს ნარკობიზნესს. და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ეს საინვესტიციო ბანკი, ბიძინა ივანიშვილი ლობირებს ნარკო​​ბიზნესსო, რაც, რა თქმა უნდა, ნამდვილად სასაცილოა და ალბათ, მსოფლიოში ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ ვიღაცას ეყოფოდა უტიფრობა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კომპანიისთვის – „გოლდმან საქსისთვის“ ასეთი სიუჟეტი და ასეთი ცილისწამება ეკადრებინა. თუმცა, რას ვიზამთ, საქართველოში გვყავს ისეთი ტელეკომპანია, რომელიც ყველაფერს კადრულობს. მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანი არის საზოგადოების განწყობა და ხალხის დამოკიდებულება. სწორედ საზოგადოებამ და ხალხმა გადაწყვიტა 2012 წელს მათთვის მიენიჭებინა ის ადგილი, სადაც დღეს არიან და საზოგადოებას ნამდვილად ვერავინ მოატყუებს და ვერავინ შეიყვანს შეცდომაში“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები