გიორგი ხატიძე: პარკინგის სისტემის ოპტიმიზაცია აუცილებელი იყო

„პარკინგის სისტემის ოპტიმიზაცია აუცილებელი იყო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხატიძემ, დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
“პარკინგის სისტემის ოპტიმიზაცია აუცილებელი იყო და კარგია, რომ თბილისის მერმა ეს გადაწყვეტილება მიიღო – ზონალური პარკირება განტვირთავს ცენტრალურ ადგილებს, რომელიც ახლა გადატვირთულია, წაახალისებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ქალაქის იერსახესაც წაადგება”, – განაცხადა ხატიძემ.
თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამის სამსახურს მოუწოდებს, მუნიციპალური პარკინგის ადგილებზე ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევებთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები