წელს თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, წელს თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება. როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერიას არაერთხელ მიმართეს ტურისტულმა კომპანიებმა თბილისობის თარიღის წინასწარ დასახელების თხოვნით, რადგან ტურისტების მხრიდან ამ პერიოდში დიდი ინტერესია.
„მინდა გითხრათ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, თბილისობა გაიმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას. ტურისტული კომპანიებისთვისაც კარგი იქნება, რადგან წინასწარ ეცოდინებათ და მოემზადებიან ამ ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები