4 შვილის დედა ტუბერკულოზისა და სიღარიბის წინააღმდეგ მარტო იბრძვის

სიტუაცია, რომელშიც ამ ბავშვებს უხდებათ ცხოვრება, არის სრულიად აუტანელი. ახალგაზრდა დედა, ხათუნა ჟორჟიკაშვილი, ფაქტობრივად, მარტო ზრდის 4 შვილს. 14 წლის ლუკა, 10 წლის მარიამი, 3 წლის ნინო და 2 წლის ილია მოკლებულნი არიან ყოველგვარ ბავშვურ სიხარულს, ნორმალურ კვებასა და მკურნალობას, ხშირად შიმშილობენ და ავადმყოფობენ.
შენობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ამორტიზირებულია: ჭერიდან წვიმა ჩამოდის, კედელზე ობია გაჩენილი, ზამთარში ბავშვები სიცივისგან კანკალებენ, ცივდებიან და გამუდმებით ახველებენ.
გასულ წელს ხათუნა ტუბერკულოზით დაავადდა. მკურნალობამ მას მთელი ენერგია წაართვა, რომელსაც იგი შვილებს ახმარდა.
ბავშვების მამა არ მონაწილეობს მათ აღზრდაში და ხათუნას მარტო უხდება ორ ფრონტზე ბრძოლა – ტუბერკულოზის და სიღარიბის წინააღმდეგ.
„ჩერნოვეცკის ფონდის“ თანამშრომელთა ვიზიტის დღეს, მეოთხე ბავშვი სახლში არ იყო. ხათუნას თქმით, 10 წლის მარიამი ნათესავმა დროებით წაიყვანა, რადგან უსახსრობის გამო, ოჯახი ფაქტობრივად სულს ღაფავს. ერთადერთი შემოსავალი არის მწირი სოციალური შემწეობა, რაც მხოლოდ ცარიელი პურის საშუალების ყიდვას თუ იძლევა, დახმარება კი არსაიდან ჩანს.
„რომ არა კეთილი ადამიანები, შიმშილისგან ამოგვხდებოდა სული. ღამით, ბალიშზე რომ დავდებ თავს, ვტირი, რადგან გული მისკდება იმაზე ფიქრით, თუ რა უნდა ვაჭამო ხვალ ბავშვებს ან რით ვუმკურნალო…არ ვიცი, რამდენ ხანს შევძლებ რომ გავუძლო ასეთ ყოფას…“, – ამბობს ხათუნა.
მეგობრებო, ჟორჟიკაშვილების ოჯახს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. მხოლოდ ერთობლივი ძალებით არის შესაძლებელი, რომ ეს ბავშვები როგორმე გამოვტაცოთ ხელიდან სიდუხჭირეს. ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, მედიკამენტებს, ელემენტარულ საყოფაცხოვრებო ნივთებს.
შემოწირულობა შეგიძლიათ გადარიცხოთ „ჩერნოვეცკის ფონდის“ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჟორჟიკაშვილების ოჯახი) ან გადარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/362-jorjikashvili/

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები