14 პროფესიული პროგრამა და 5 დუალური სწავლება – “სპექტრში” პროფესიული განათლების მიღებას 1310 სტუდენტი შეძლებს (ვიდეო)

საზოგადოებრივმა კოლეჯმა, “სპექტრი”, 12 სექტემბერს, განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში 14 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ავტორიზაცია და 5 პროგრამაზე დუალური სწავლების განხორციელების უფლება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კოლეჯის დირექტორი, მათე ტაკიძე ავრცელებს.
“სპექტრის” ოფიციალური “ფეისბუქ” გვერდის ცნობით, კი 2018-19 სასწავლო წელს, პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა 1310 სტუდენტს მიეცემა.
“საზოგადოებრივ კოლეჯში “სპექტრი” არსებული სასწავლო პროგრამების გათვალისწინებით 2018-2019 სასწავლო წელს, პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა 1310 სტუდენტს მიეცემა.
სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია და მიღების წესი იხ. ვებ.გვერდზე www.spectri.org”, – ნათქვამია “სპექტრის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები