მიხეილ ბატიაშვილი: ვითარებამ, რომელიც უწყებაში დამხვდა, არ დამაკმაყოფილა

„ვითარებამ, რომელიც უწყებაში დამხვდა, არ დამაკმაყოფილა და ამიტომ რამდენიმე თანამშრომელს თანამდებობის დატოვა მოუწია“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა თუ რა გახდა საკადრო ცვლილებების მიზეზი.
„აზრთა სხვადასხვაობა ნებისმიერ საკითხზე შეიძლება არსებობდეს, ჯანსაღი პროცესია. ვფიქრობ, რომ აზრთა სხვაობა ზოგადად, ადამიანებს შორის ძალიან ჯანსაღი პროცესია. პირიქით, ნებისმიერი აზრთა სხვაობა ადამიანებს შორის, მით უმეტეს სამუშაო პროცესში, მისასალმებელია. ამიტომ, აზრთა სხვაობაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროში ექვსი თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია. თანამდებობები დატოვეს მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები