მეუფე იაკობი: კანაფის ექსპორტზე გატანა დიდი საფრთხეა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ წაგებული დავრჩებით იმ შემთხვევაში თუ, ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყანა ერთ დღესაც იტყვის, რომ მათთან ნარკოტიკი ჩვენი სახელმწიფოდან შედის და შემოიჭრება.
„ალბათ, ხალხი პოზიციას ჩვენთან ერთად დააფიქსირებს. ჩვენს ხალხთან ერთად ვიდგებით. დიდი საფრთხეა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებია. როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი უცხო ქვეყანას წართმეული აქვს და იქ დიდი ბაზები აქვთ, იტყვის, რომ იქ ნარკოტიკი შენი ქვეყნიდან შეედინება და შემოიჭრება. გარეთ შეშფოთდებიან და წაგებული ხალხი დავრჩებით. მუქარა არ იყო, მე ის ვთქვი, რასაც გავაკეთებთ. დემოკრატია უმრავლესობის მმართველობას ნიშნავს და მთავრობა ხალხის გარეშე მსგავს საკითხებს არ უნდა წყვეტდეს. უფლება არ აქვს“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, დღეს მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ეკლესია დიდი ხანი დუმდა, მაგრამ მათ ძალებს ყველა ნახავს. მისივე თქმით, ერის ღალატს არავის აპატიებს .
მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით, კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები