ლაბორატორიის სპეციალისტებმა ავსტრიაში საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებმა საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობა მიიღეს. ვეტერინარული ვირუსოლოგიის კონგრესი ყოველწლიურად ავსტრიაში,  ქალაქ ვენაში  ტარდება. ლაბორატორიის სპეციალისტებმა სამეცნიერო აბსტრაქტი ვეტერინარული მედიცინის უნივერსიტეტში წარადგინეს.

შეხვედრის მიზანი იყო სამეცნიერო კვლევაში ვეტერინარული ვირუსოლოგიის საკითხზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების დისკუსიის უზრუნველყოფა, ქართული სტანდარტების ჩამოყალიბება-დანერგვის საკითხების განხილვა და მათი გაზიარება სამეცნიერო საზოგადოებასთან. ასევე, დარგის სპეციალობების მიხედვით ახალი ინფორმაციის მიღება და პროექტის შედეგების, მიზნებისა და სამომავლო საკითხების განხილვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები კონფერენციაზე  აშშ-ის  თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიწვევით იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები