myvideo.ge -მ “რუსთავი 2” ტელეარხების ნუსხადან ამოიღო – რას აცხადებს ნიკა გვარამია

საიტმა myvideo.ge -მ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ტელეარხების ნუსხადან ამოიღო.
აღნიშნულთან დაკავშირებით “რუსთავი 2” – ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მეგობრებო, საიტმა myvideo.ge, ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნის სანაცვლოდ, გადაეხადა ჩვენი კონტენტისთვის, რ2 არხების ნუსხიდან ამოიღო. გვიყურეთ ჩვენს საიტზე. ჯერჯერობით ხარისხი დაბალია, მაგრამ მალე გავაუმჯობესებთ. უფასოდ კონტენტს ვეღარ გავავრცელებთ (ჩვენი საიტია გამონაკლისი). ეს ჩვენი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა”, – წერს ნიკა გვარამია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები