ლევან დავითაშვილი: კანაფის კულტივაცია ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული წესებით განისაზღვრება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კანაფის კულტივირების წარმოებაზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, სადაც ეს ლეგალურია სპეციალური პირობების შესაბამისად ხდება და მასზე კონტროლი საკმაოდ მკაცრია.
„მისი წარმოება, ბუნებრივია, მოითხოვს გარკვეულ აგრონომიულ ცოდნას. შესაბამისად, ის ყველა ქვეყანაში იწარმოება მკაცრად რეგლამენტირებულ პირობებში. იმ ქვეყნებში სადაც ლეგალურად დაშვებულია ასეთი კულტურის წარმოება, ეს ხდება სპეციალური პირობების შესაბამისად და კონტროლი ამაზე არსებობს საკმაოდ მკაცრი. წარმოდგენილი კანონმდებლობაც ზუსტად ამას გულისხმობს, რომ ეს არ იქნება თავისუფალი კულტივირების პროდუქტი. ეს იქნება მკაცრად, ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული კულტივირების წესები“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები