ზაზა სარალიძემ პოლიციელებს ბოდიში მოუხადა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სამართალდამცველებს შეურაცხყოფის მიყენების გამო ბოდიშს უხდის.
ინგოროყვას კლინიკის დატოვების შემდეგ, მან პარლამენტის შენობასთან მყოფ პოლიციელებს ბოდიში პირადად მოუხადა.
„სამართალდამცველებს პირადად მინდა ბოდიში მოვუხადო. გუშინ ძალიან ანერვიულებული ვიყავი და პირადი შეურაცხყოფა მივაყენე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი. ამას ძალიან ბევრჯერ გავიმეორებ იქიდან გამომდინარე, რომ მე ძალიან დიდი სამეგობრო მყავს, არა მარტო საპატრულო პოლიციაში, არამედ სპეცნაზში და ყველა სტრუქტურაში თითქმის, მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და ჩემს ფორმას ახლაც კი ვინახავ. აქედან გამომდინარე, რა შეურაცხყოფაც მივაყენე მათ, ამის გამო ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ცნობისათვის, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სარალიძესა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რა დროსაც სარალიძემ სამართალდამცველებს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები