საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 22 648 სუბიექტის 59 710 საქმიანობაა რეგისტრირებული

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში  22 648 სუბიექტის 59 710 საქმიანობაა რეგისტრირებული. საჯარო რეესტრი ეკონომიკურ საქმიანობათა სავალდებულო და ნებაყოფლობითი სახის რეგისტრაციას ახორციელებს. სავალდებულო სარეგისტრაციო საქმიანობის კატეგორიაში შედის:

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას;

,,შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან;

,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების საქმიანობა, სადაც ხორციელდება ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები;

„შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილებით დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოები. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4277583

“ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის ვადაა 1 წელი რეგისტრაციის მომენტიდან. ამ ვადის გასვლა იწვევს რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობას, თუ დაინტერესებული პირი არ წარმოადგენს მოთხოვნას რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ. ამგვარი რეგულირება მიზნად ისახავს უზრუნველყოს მონაცემთა განახლება და რეგისტრირებული სუბიექტის მიერ რეალურად განხორციელებული საქმიანობის შესახებ რეესტრში ზუსტი, სანდო მონაცემების ასახვა მესამე პირებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის მომსახურების მიღება იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში და საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ ეროვნულ კლასიფიკატორს ეფუძნება, რაც მასში გაერთიანებულ მონაცემებს ხელმისაწვდომს არა მარტო ადგილობრივი, არამედ გლობალური მასშტაბითაც ხდის. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის შექმნა შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმებასთან და იგი საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანია ნაბიჯია”,- აცხადებენ საჯარო რეესტრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები